მთავარი > ფილოსოფია > არაბული ფილოსოფია

არაბული ფილოსოფია

არაბული ფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენელია ავიცენა (980-1037). იგი იყო ტაჯიკი, დაიბადა ბუხარის ახლოს.დაწერა:ლოგიკა, ფიზიკა.

ავიცენას ლოგიკაში ძირითად პრობლემას ერთეულისა და  ზოგადის საკითხი წარმოადგენდა.

ავიცენა ამტკიცებს, რომ საგანთა არსებობით და ძირითადი ფრომებით თავისთავად არც ერთეულია და არც ზოგადი. იმისათვის, რომ ისინე ერთეული ან ზოგადი გახდნენ , საჭიროა მიზეზი. მათი ერთეულების მიზეზი კი გონებაა.მატერია მიზეზია, პრინციპია საგანთა სიმრავლისა ერთი გვარის საზღვრებში. გონება კი  არის პრინციპი საგანთა უნივერსალური ერთიანობის გვარში.

ავიცენამ ვერ შეძლო ერთეულისა და ზოგადის დამოკიდებულების მეცნიერული გარკვევა.

ავიცენას მეტაფიზიკაში მთავარია ღმერთის არსებობის დამტკიცება (ისე, როგორც მთელი შუა საუკუნეების ფილოსოფიაში). ავიცენას არგუმენტაცია,  ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად ასეთია:  ქვეყანა რთულია, ამიტომ მისი არსებობა მხოლოდ შესაძლებელია და არა აუცილებელი, ე.ი. შეიძლება არსებობდეს და შეიძლება არც არსებობდეს, მაგრამ ქვეყანა არსებობს, ამიტომ აუცილებელია მიზეზი, რომელმაც მას არსებობა მისცა. ეს მიზეზი თვითონ არის ნამდვილი და არა შესაძლებელი. იგი არის რთული ქვეყნის მარტივი მიზეზი. მაშასადამე, არსებობს ქვეყნის პირველი მიზეზი _ ღმერთი.

ეს არგუმენტი ყალბია, რადგან ქვეყნის სირთულე მარტივს კი არ გამორიცხავს, არამედ შეიცავს.

ავიცენა ფიქრობს, რომ ღმერთი ქვეყნის მიზეზია, ოღონდ არა ნების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში მას ექნებოდა მიზანი,_  მისწრაფება იმისკენ, რაც მას არა აქვს, ეს კი შეუძლებელია (შეუძლებელია ღმერთი იყოს ნაკლოვანი). ღმერთი არის საგანთა მიზეზი შემეცნების საშუალებით.

ავიცენაში ბევრი რამ არის ისეთი, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, მაგრამ ბევრი რამ საერთოცაა, რადგან ორივენი გამომდინარეობენ ერთი წინამძღვრიდან _ არისტოტელიდან და ნეოპლატონიკოსებიდან.

P.S. ვისაც უყვარს ფილოსოფია შემოგვიერთდით… 🙂 🙂 🙂

კატეგორიები:ფილოსოფია
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი