არქივი

Archive for 16/06/2011

ძილი და მთქნარება ანუ მოწყენილობის პიკი

როგორ მიყვარს ძილი… მაგრამ  როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო ღამის 12-მდე ვერ ვიძინებ და დილით 8 საათზე კი იძულებული ვარ ავდგე…მაგრამ ასეთ ძილს რა ხიბლი აქვს… ძილი მაშინ არის კარგი და სასიამოვნო როცა სხდომაზე, კონფერენციასა და მსგავს სოლიდურ ადგილზე იმყოფები…

…………………………………………………………….. არ ვიცი ეს კაცი ვინ არის, მაგრამ ქუთაისის სტრატეგიული განვითარების საბჭოს პირველ სხდომაზე მშვენივრად გამოიძინა…(საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ეს კადრი ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ დააფიქსირა)………………………………

ასეთი შემთხვევები ბლომად ხდება. მეორე მაგალითსაც მოვიყვან: იმავე დარბაზში (საკრებულოს დარბაზი)  ნამახვან ჰესის მშენებლობის პროექტის განხილვაზე ხალხმა (კონკრეტულად მოსახლეობამ) კარგად და რამდენჯერმეც გამოიძინეს.ვითომც და ხალხისთვის მოწყობილ შეხვედრაზე გლეხებისთვის უცხო ენაზე საუბრობდნენ (ინგლისური,რომელსაც თარგმნიდნენ. მაგრამ ვაი, რომ სუფთა ტექნიკური ტერმინოლოგიით საუბროდნენ.გლეხებს კი ქართული-ქართული ლექსიკონი ადგილზე თან არ ჰქონდათ). ვისაც სკამი შეხვდა ხომ კარგი და ვისაც არა სხვა რა გზა ჰონდა,პირდაღებულნი, კედელს მიყუდებულნი ან იდევ ერთმანეთზე ჩამოყრდნობილნი, მთქნარებით უგდებდნენ ყურს მომხსენებლებს. 

აქვე განვმარტავ სიტყვას ძილი_მაღალგანვითარებული ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება. გარეგნულად ხასიათდება უმოძრაობით და გარესამყაროს გამღიზიანებლებისგან გამოთიშვით. 

უბრალო მომკვდავისგან განსხვავებით  (ანუ ხალხი,მოსახლეობა) ჩინოვნიკებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ თვალი მოადუნოს.თუმცა გამოსავალს მაინც პოულობენ- მათ გვერდით “მთქნარებაა”…:):)

მთქნარება — რეფლექსი, რომელიც აღიძვრება დაღლილობისას, ადამიანის დახუთულ და გაბოლილ ოთახში ყოფნისას, გულის მუშაობის გაუარესებისას, კუნთების აქტივობის (დატვირთვის) შემცირებისას, ძილღვიძილისას. გამოიხატება ღრმა და ხანგრძლივი ჩასუნთქვით, შემდგომ კი შედარებით სწრაფი ამოსუნთქვით და ამ პროცესში პირის ფართოდ დაღებით .

რატომღაც მახსენდება მერიის თეთრ დარბაზში მერის შეხვედრა პოლონელებთან. ქუთაისის მერს, სწორედ, ზემოთ აღნიშნული რეფლექსი დაემართა. პოლონელების საათნახევრიანი საუბრის განმავლობაში მერმა 7-ჯერ დაამთქნარა. ამ რეფლექს ტექნიკურად მალავდა, თავშეკავებული მთქნარებით ანუ ცდილობდა პირი არ გაეღო  და ხელით მოხერხებულად დაემალა. 

ასეთი შემთხვევები ბევრია…. ყველა ადამიანი ვართ, ასე ,რომ ანალოგიურ სიტუაციაში შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი ჩავარდეს…მაგრამ ქალაქის , ხალხის ბედი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომ წყდება მაშინ კი არ უნდა იძინებდე არამედ ორივე თვალს ფართოდ ახელდე!……….

კატეგორიები:კადრს მიღმა

Justin Timberlake: ‘Justin Bieber should think about his future’ Read more: JUSTIN TIMBERLAKE: ‘JUSTIN BIEBER SHOULD THINK ABOUT HIS FUTURE’

Justin Timberlake has urged Justin Bieber to make sure that he has a long-term plan for his future. The 30-year-old singer-turned-actor himself found fame as a teenager on the Mickey Mouse Club and as a member of boy band NSYNC. He said that he knows how hard it can be to continue to be successful into adulthood but that his mentor Usher will know how to guide him. He told Playboy magazine, “He’s obviously a talented kid. I just hope he has a goo

This slideshow requires JavaScript.

d support system, because… it’s awkward growing up in front of the public. (Usher) will teach him that you can’t just ride this out. “You need to have somewhere to go. You need to have a plan, and somebody like Justin Bieber should be thinking about that right now. Otherwise, before you know it, there’s going to be some kid who’s younger than you (taking your place).”

კატეგორიები:კადრს მიღმა

მომავლის თვითმფრინავი

კომპანიამ Airbus წარმოადგინა მომავლის თვითმფრინავი, რომელსაც წარმოებაში გაუშვებენ 2050 წელს. ყველაზე უფრო აღსანიშნავია, რომ მომავალი ათწლეულების მანძილზე ეკონომიურობას და ახალ ძრავებს კი არ ენიჭება წამყვანი როლი, არამედ მგზავრის გართობას. დიდი შემინული სალონი იქნება ახალი თვითმფრინავის ყველაზე თვალში საცემი დეტალი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ვარსკვლავიანი ცის ან მზის ჩასვლის დატვალიერება.

( P.S. აი ამას ველოდები ….. და პირვეჩადაც გავისეინებ ცის ლაჟვარდში..(წამიღო ოცნებებმა) )..:D:D

This slideshow requires JavaScript.