არქივი

Archive for the ‘ფილოსოფია’ Category

არაბული ფილოსოფია

არაბული ფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენელია ავიცენა (980-1037). იგი იყო ტაჯიკი, დაიბადა ბუხარის ახლოს.დაწერა:ლოგიკა, ფიზიკა.

ავიცენას ლოგიკაში ძირითად პრობლემას ერთეულისა და  ზოგადის საკითხი წარმოადგენდა.

ავიცენა ამტკიცებს, რომ საგანთა არსებობით და ძირითადი ფრომებით თავისთავად არც ერთეულია და არც ზოგადი. იმისათვის, რომ ისინე ერთეული ან ზოგადი გახდნენ , საჭიროა მიზეზი. მათი ერთეულების მიზეზი კი გონებაა.მატერია მიზეზია, პრინციპია საგანთა სიმრავლისა ერთი გვარის საზღვრებში. გონება კი  არის პრინციპი საგანთა უნივერსალური ერთიანობის გვარში.

ავიცენამ ვერ შეძლო ერთეულისა და ზოგადის დამოკიდებულების მეცნიერული გარკვევა.

ავიცენას მეტაფიზიკაში მთავარია ღმერთის არსებობის დამტკიცება (ისე, როგორც მთელი შუა საუკუნეების ფილოსოფიაში). ავიცენას არგუმენტაცია,  ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად ასეთია:  ქვეყანა რთულია, ამიტომ მისი არსებობა მხოლოდ შესაძლებელია და არა აუცილებელი, ე.ი. შეიძლება არსებობდეს და შეიძლება არც არსებობდეს, მაგრამ ქვეყანა არსებობს, ამიტომ აუცილებელია მიზეზი, რომელმაც მას არსებობა მისცა. ეს მიზეზი თვითონ არის ნამდვილი და არა შესაძლებელი. იგი არის რთული ქვეყნის მარტივი მიზეზი. მაშასადამე, არსებობს ქვეყნის პირველი მიზეზი _ ღმერთი.

ეს არგუმენტი ყალბია, რადგან ქვეყნის სირთულე მარტივს კი არ გამორიცხავს, არამედ შეიცავს.

ავიცენა ფიქრობს, რომ ღმერთი ქვეყნის მიზეზია, ოღონდ არა ნების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში მას ექნებოდა მიზანი,_  მისწრაფება იმისკენ, რაც მას არა აქვს, ეს კი შეუძლებელია (შეუძლებელია ღმერთი იყოს ნაკლოვანი). ღმერთი არის საგანთა მიზეზი შემეცნების საშუალებით.

ავიცენაში ბევრი რამ არის ისეთი, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, მაგრამ ბევრი რამ საერთოცაა, რადგან ორივენი გამომდინარეობენ ერთი წინამძღვრიდან _ არისტოტელიდან და ნეოპლატონიკოსებიდან.

P.S. ვისაც უყვარს ფილოსოფია შემოგვიერთდით… 🙂 🙂 🙂

კატეგორიები:ფილოსოფია

ქრისტიანული ფილოსოფია (ა)

უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ, რომ ქრიტიანულ ფილოსოფიას საფუძველი პატრისტიკამ ჩაუყარა.

I საუკუნის  II ნახევარში გავცელება დაიწყო ქრისტიანობამ. ქრისტიანობა პირველად მონების რელიგიას, დაჩაგრულთა რელიგიურ პროტესტს , ხსნის სულიერ  იმედს წარმოადგენდა. მას ახასიათებდა შეგუება, ქედის მოხრა, შიში, დაცემა. ქრისტიანობაზე დიდი გავლენა მოახდინა  სტოიციზმა , ნეოპლატონიზმა.

ქრისტიანული ფილოსოფია არის თეოსოფია.

II-საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა ეკლესია, რომელსაც სათავეში  ეპისკოპოსი ედგა. ამან ხელი შეუწყო ქრისტიანობის გამოცხადებას სახელმწიფო რელიგიად. ქრისტიანული რელიგიის დამცველად ქრისტიანული ფილოსოფია გამოდის.

ქრისტიანულ ფილოსოფიაში ერთმანეთს ებრძოდა 2 მიმართულება : რეალიზმი და ნომინალიზმი. ეს საკითხი, რის გამოც მიმდინარეობდა ამ ორ მიმართულებას შორის ბრძოლა იყო ზოგადისა და ერთეულის დამოკიდებულების საკითხი.

რეალიზმი _ ისეთი მიმართულებაა, რომელიც აღიარებს ზოგადის არსებობას ერთეული საგნების დამოუკიდებლად.

ნომინალიზმი_ კი უარყოფთა ზოგადის რეალურად არსებობას და ზოგადობის არსებობას მხოლოდ სახელს აწერდა.

ბრძოლამ რეალიზმსა და ნომინალიზმს შორის თეორიულად  დაანგრია  შუა საუკუნეების სთოლასტიკა. ფეოდალიზმის დაშლამ და  მის წიაღში კაპიტალისტური ურთიერთობების  განვითარებამ საფუძველი ჩაუყარა ახალი მსოფლმხედველობის წარმოშობას.

კატეგორიები:ფილოსოფია