არქივი

Archive for 24/06/2011

დანგრეული კულტურა და პატარ-პატარა დოქსოპულოები ქუთაისის მერიაში

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ბრიფინგი გამართეს თვითონ სასწავლებლის დირექტორმა ენი არსენიძემ და თანამშრომლებმა. ისინი აპროტესტებდნენ საკრებულოს მიერ 17 თებერვალს მიღებულ დადგენილებას, რომელიც ითვალისწინებს 4 სამუსიკო სკოლისა და ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გაერთიანებას ერთი არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის სახით.  შეხვედრას აშუქებდნენ გაზეთი “ახალი გაზეთი”, გაზეთი “ვერსია”, საინფორმაციო სააგენტო “GHN”, რადიო “ძველი ქალაქი” და ტელეკომპანია “მეგა-tv”. როგორც ენი არსენიძემ თქვა ისინი სხვა ადგილობრივ თუ ცენტრალურ მედია საშუალებებსაც დაუკავშირდნენ თუმცა იგნორი გაუკეთს და არ მივიდნენ ბრიფინგის გასაშუქებლად.

ვინ არის ამ გაუგებრობის ანუ “რეფორმის” იდეის ავტორები და ვის ეძახიან დოქსოპულოს!

რა თქვა ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ,  მ.ბალანჩივაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორზე, ენი არსენიძეზე.!

ვინ არის დოქსოპულო? და ვინ მიიყვანა გუბერნატორის მოადგილემ გიგა შუშანიამ მერიაში სამუშოდ?

როგორი სისტემა შექმნა და ჩამოაყალიბა ქუთაისის თვითმმართველობამ???

არიან თუ არა მერიაში ნინო ბურჟანაძის კადრები ???

არის თუ არა მერიაში პატიოსანი და კულტურული ხალხი???

ვისი იმედი აქვს ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორს ენი არსენიძეს???

ეშველება თუ არა ქუთაისს???

რა არ დახვდება 2012 წელს პარლამენტის გახსნის დროს პრეზიდენტს ქუთაისში???

შევეცადე ქუთაისის მერის გია თევდორაძის კომენტარი მომეპოვებინა ენი არსენიძის მიერ წაყენებულ ბრალდებებზე თუ სიმართლეზე, თუმცა  მერმა “მოუცლელობის” გამო  ენი არსენიძეზე კომენტარიც არ გააკეთა. ერთ-ერთმა მერიის თანამშრომელმა კი აღშფოთებით გვითხრა , რომ “ენი არსენიძე არ არის ის პიროვნება, ვისზეც კომენტარი უნდა გააკეთონ”.

მე მაქსიმალურად შემოგთავაზეთ ის, სინქრონები რაც ენი არსენიძემ ბრიფინგზე გააკეთა,…მოუსმინეთ და დატკბით…:)))))))

კატეგორიები:კადრს მიღმა