არქივი

Archive for 12/07/2011

ძაღლების გაძაღლებული ცხოვრება

ეს სიუჟეტი აპრილის თვეშია გეკეთბული და მომზადებული, თუმცა ვერ ვიტყვი , რომ მის მერე რაიმე განსაკუთრებული წინსვლა შეინიშნება…

გუშინ საღამო ხანს 30 წუთის განმავლობაში დაახლოებით 10-მდე ძაღლი დავთვალე (გარეუბანში)…

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ცხოველი ძაღლია…ხშირად იმისაც ვამბობთ, რომ ძაღლი ადამიანის ოთხფეხა მეგობარიაო… მაგრამ, საინტერესოა,  ეს ადამიანები მის ოთხფეხა მეგობრებს  ქუჩისთვის რატომ წირავენ…

მოდი დავიწყოთ იქედან თუ როდის დაიწყო ძღლების მოხეტიალე ცხოვრება… 90-იან წლებში დაწყებულმა სამოაქალაქო ომმა და იმ დროს განვითრებულმა მოვლენებმა  საქართველოში ხელი შეუწყო ეკონომიკური კრიზისის წარმოქმნას… ხალხი საკუთარი ორგანიზმის გამოკვებას ძლივსღა ახერხებდა , ამიტომ შინაური ცხოველებისთვის ვისღა ცხელოდა… ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი იხსენებს, როცა თავისი ოჯახისთვის ლუკმა პური მიჰქონდათ სახლში, ძაღლი გადიდებული თვალებით შესცქეროდა მისი ბავშვების ხელში ჩაბღაუჭებულ პურს…მაშინ იფიქრა, რომ ძაღლი  ქუჩაიში მაინც დაპურდებოდა და ქალაქიდან მოშორებით  ტყეშ დატოვა…. ასე იქცეოდა უმრავლესობა….ამგვარ ოჯახებში მცხოვრები თითქმის ყველა ძაღლი აღმოჩნდა ქუჩაში….ამას მოჰყვა მათი მასობრივად გამრავლება და დღეს ის არა მარტო ქუთაისში , არამედ საქართველოს ყველა ქალაქსა თუ რეგიონში გვხვდება…..

This slideshow requires JavaScript.

აი რისთვის ვიმეტებთ იმ ძაღლებს, რომლებსაც ქალაქიდან მოშორებით, თვალს მოფარებულ ადგილზე ვტოვებთ…

სასაცილოა ის ფაქატიც, რომ ქუთაიში ძაღლების დაჭერის შემთხვევაში მიჰყავთ ქალაქიდან 30 კილომეტრის მოშორებით… ბებიკო მეუბნებოდა როცა პატარა ვიყავი, რომ ძაღლს გააჩნია კარგი ყნოსვის ოგანო, ამიტომ ის რა დაშორებითაც არ უნდა წაიყვანო ხშირ შემთხვევაში უკან ბრუნდებაო… ახლა რა გამოდის, ქუთაისიდან შესაძლებელია ერთი და იგივე ძაღლი რამდენჯერმე იქნა გადაყვანილი ქალაქ გარეთ და ერთი და იმავე ძაღლის გადაყვანაში ესა თუ ის პიროვნება რამდენჯერმე იღებს ხელფასს…

ქუთაისის გარკვეული მოსახლეობის ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ძაღლები იმიტომ გადაჰყავთ ასე ახლოს, რომ მათმა უკან დაბრუნება  მოახერხოს… ხოლო, ვითომდა ხალხის სამსახურში მყოფმა ძაღლების დამჭერებმა რამდენჯერმე აიღოს ხელფასი….

მაწანწალა ძაღლების დაჭერა-გადაყვანისთვის და ასევე მსხვილფეხა პირუტყვის დაკავება დაბინავებისათვის მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 000 ლარია გამოყოფილი…თუმცა, როგორც ჩანს ეს თანხა პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ არის…

ძაღლების გაძაღლებული ცხოვრება სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ისინი ქალაქიდან 30 კილომეტრის მოშორებით გადაჰყავთ…

 

 

კატეგორიები:კადრს მიღმა