მთავარი > მოგზაური > აკაკი და ლაილაში

აკაკი და ლაილაში

 ლეჩხუმელი ხალხის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო დიდი აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. ეს იყო 1912 წლის ზაფხულზე, რომელიც ფირზე გადაიღო ქუთაისის კოლორიტმა ოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა. პოეტი დიდი პატივისცემით გააცილეს ქუთაისის ჭომის უბნიდან, სპირიდონ წერეთლის ოჯახიდან. აკაკი წერეთელი სოფელ დერჩში დიდი პატივისცემით მიიღო სოფლის საზოგადოებამ, სადაც სიტყვით მიმართა იასონ ახვლედიანმა. აკაკის ასეთი ლექსიც დაუწერია ლეჩხუმში მოგზაურობისას:
“ღმერთო რა ვნხე?! სასიზმრო და საარაკო მხარეა
თუ თვით ედემი არ არის ედემის შესადარია!..
ცას მიბჯენია მთა და კლდე, რაღაც თვალუწვდენელია
ძირს ყვავილებით ნაქარგი სურნელი მთა და ველია!
შიგ და შიგ მდინარეები, მიიკლაკნიან ველადა,
მოჩუხჩუხებენ ხმატკბილად, რიონში ჩასართველადა.
ყოველ ნაბიჯზე წყაროა მგზავრი, რომ გაახაროსა
და მწყურვალსა მოაგონებენ “უკვდავებისა წყაროსა”.
აკაკის ლაილაშის საზოგადოებამ ვერცხლის ჯოხი მიართვა. იმ უძველესი ისტორიული სოფლის საზოგადოება, სადაც ქართველებთან ერთად ებრაელების და სომხების დასახლების ადგილი იყო (რაც ძალიან იშვიათია). ძველთაგან ქალაქად წოდებული და გარკვეულ პერიოდში ლეჩხუმის სავაჭრო ცენტრი ლაილაში მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით. ლაილაშის სასაფლაოზე დგას დარბაზული ტიპის ეკლესია. იქვე არის სამრეკლო, რომელიც სპეციალისტების შეფასებით მეტად საინტერესო ნაგებობას წარმოადგენს. ეკლესია და სამრეკლო XIX ს-ის დასაწყისით არის დათარიღებული. გადმოცემით იქვე ყოფილა ძველი ეკლესიის შენობა, მაგრამ დღეს მისი ნაშძიც აღარ არსებობს.
 ადრე საუკუნეებში ლაილაშის ეკლესიის მსახურთა დიდ ღვაწლეზე მიუთითებს მათ მიერ შექმნილი ოთხთავი, რომელიც თბილისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული და უნიკალურ ძეგლად ითვლება. სოფელ ლაილაშში ყოველი წლის 23 ნოემბერს აღნიშნავენ წმინდა გიორგის დღესასწაულს.
ლაილაშში იყო ერთ დროს დიდებული დარბაზული ტიპის სომხური ტაძარი, რომელიც ამჟამად ძლიერ დაზიანებულია
სოფელ ლაილაშში, ე.წ. “ბაზარში” დგას ებრაელების სალოცავი ს ი ნ ა გ ო გ ა .
სოფელში, როგორც აღვნიშნეთ, მეგობრულად ცხოვრობდნენ ტოლერანტი ადამიანები ქართველები, სომხები და ებრაელები, მაგრამ ებრაელებმა სამწუხაროდ დატოვეს ეს სოფელი და თავის ძველ სოფელში დაბრუნდნენ- ისრაელში. სოფელში, სადაც წყარო “ოქრონიში” მოედინება, იაკობ სეფიაშვილზე ლექსი დაიწერა:
“აქ გამოდის საარაკო ძლიერ სუფთა ცივი წყარო,
ამის ბადალს ვერსად ნახავ ქვეყანა, რომ მოიარო,
დიდი ხნიდან გულით გვსურდა გაგვეგო რამ შესაფერი,
მაგრამ სხვისი უცდელობით ვერ გავაწყვეთ ვერაფერ.
ამ ბოლო დროს გამოგვიჩნდა იაკობ სეფიაშვილი
დღე და ღამე შრომისაგან არ მოსვლია თვალზე ძილი.
მისმა უანგარო შრომამ ამ წყლით გაგვისველა პირი,
დაგვიტოვა სასახელოდ ლაილაშის თვალის ჩინი.”
ჩვენ ვფიქრობთ, თუ ასეთი მკვეთრი შთაბეჭდილება მოახდინა ლეჩხუმმა თითოეულ სტუმარზე, დარწმუნებული ვართ, ასეთი საინტერესო იქნება ის ტურისტებისთვის, რომელთაც სურთ ვაჩვენოთ ჩვენი მამა-პაპური კუთხე თ ა კ ვ ე რ ი.

Advertisements
კატეგორიები:მოგზაური
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: