ქუთაისის მეტაშეთა საზოგადოება

ახლადგარემონტებულ ქუთაისის თეატრში faceკონტროლ გავლილი და დაჩხრიკული ხალხი შეუშვეს. შეუშვეს რადგან პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვების დროს აუდიტორიას მჭექარე ტაში შემოეცხო.

მართალია მარტის თვეში დავით ბაქრაძის სტუდენტებთან შეხვედრისას არავის არავინ არ გაუჩხრეკია, თუმცა მთელი ოპერისა და ბალეტის თეატრი თვითმმართველობებისა და ლექტორ-მასწავლებლებით იყო დაკომპლექტებული. “ნაციონალები” და “ძალით ნაციონალები” შიგადაშიგ პარლამენტის თავჯდომარეს სიტყვას აწყვეტინებდნენ და ტაშსაც მთელი მონდომებით უკრავდნენ.

სამწუხაროდ ამ შეხვედრის უფრო კარგი კადრები ვერსად ვნახე, ვერ ვნახე იმედისა და რუსთავი2 -ის მიერ გაშუქებული მასალები, თორე ნახავდით რა აჟიოტაჟითა და ტაშის კვრით მიმდინარეობდა შეხვედრა.
აქვე მივაგენი გუბაზ სანიკიძის ვიზიტსაც ქუთაისში. ქართული ოფისის ბიურო ხელმძღვანელის დანიშვნის დროს გუბაზმა იქ შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა, რასაც ბუნებრივია ტაშიც მოჰყვა.რამდენად გულწრფელი ეგ სხვა საქმეა.

ქუთაისში მართლაც, რომ დამსახურებული მეტაშეთა საზოგადოებაა, არ ეზარებათ ყვირილი. ხელის ხელზე შემოკვრა და უკანალის ლოკვა.
უკვე დიდიხანია რაც ქუთაისში სატაშო დაწესებულება ჩამოყალიბდა , მოკლედ თვითმმართველობას ხოტბა უნდა შეასხას ვინმემ?! ტაშია დასაკვრელი?! შეძახილებია საჭირო?! უდარდელი და სიყვარულით სავსე სახეებია საჭირო?!- უცებ გაჩნდება მეტაშეთა დამსახურებული საზოგადოება.
აქვე განმარტება: სატაშო დაწესებულება ეს არის ორგანიზაცია,რომელიც დაკომპლექტებულია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული და დაშინებული ხალხით, გაჭირვებული იაფიანი ჯიბის ხალხითა და მონობისკენ მიდრეკილი ბიჭბუჭებით. დაწესებულება მოძრავია და თითის წკაპუნზე იმართება.


“მოვკლავ დედას მოვკლავ მამას თუ პარტია მეტყვის ამას”- ამ იდეოლოგიით განმსჭვალული ახალგაზრდა ნაცები თვალებს დაგთხრიან, საკუთარ დედას გაყიდიან, მამას დაიჭერენ და პროფესიით პატრიოტები სამშობლოს წინამძღვარს მიშას ე.წ. “ჩვენს მაღალს” ფეხქვეშ გაეფინებიან.
ასეთი გულიანები ვერ არიან ოპოზიციაში მყოფი პირები, თუმცა ისინიც უკრავენ ტაშს, მაგრმ მხოლოდ სახლში და მხოლოდ ინტერნეტის წინ.
პრინციპში სხვა რა გზა ჰქონდათ, გარემონტებული თეატრი(თუნდაც ოპერა) ხალხით, რომ არ ავსებულიყო კი დარჩებოდა თითქმის ყველა სახელმწიფო მოხელე სამსახურის გარეშე. მაგრამ კარგი ჯანდაბას ეს შიშის სინდრომი და შეგავსებინეს იძულებით თეატრი, რაღა ჯანდაბა გექაჩებოდა ხელებზე და ბაგეებზე რომ გამწარებული ტაშს უკრავდით და ყვიროდით. ტაშს თან ისე გამეტებით უკრავდნენ, რომ ხელებზე ბოლი აგსდიოდათ.
ასეთი მქუხარე ტაში არცერთ კონცერტზე არ მომისმენია,ასეთი დასწრება არცერთ სპექტაკლზე მინახავს…
ყოჩაღ ქუთაისო რა რეჟისორები და სცენარისტები გაგიზრდია უბეში. ყოჩაღ ჩინოვნიკებო კარგი ყნოსვა გქონიათ, ესეთი პარტიის ერთგული, იაფფასიანი,სულმდაბალი მუშახელები რომ მოგიძებნიათ.
გაოცებისგან სიტყვებს ვერ ვპოულობ. მიკვირს რამდენჯერ შეიძლება წაგკუზონ და რამდენჯერ შეიძლება ასეთი ქმედებისგან სიამოვნება მიიღო.
პროფესიით პარტიოტები დამსახურებულ მეტაშეთა საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გრანდიოზულ სატაშო დეწესებულებას ააგებენ, ოღონდ მთავარია არჩევნებში იყვნენ ერთსულოვნები და არჩევნების დროს არ მოჰყვნენ ამ ტაშისთვის გამზადებული ხელების შუაში.

პრესის თავისუფლების დღეს პრესის თანამშრომელი სცემეს

“მირტყამდნენ თავში, გვერდებში, პანღურებსაც არ იშურებდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.  რომ არ მომეტყუებინა ასთმა მაქვს და გამიშვით გარეთ თორე შევწუხდებითქო კიდევ კარგახანი გააგრძელებდნენ ალბათ ჩემს ცემას. ჩამომართვეს პირადი ნივთები.”-P.S. -ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე

უკვე რამდენიმე საათია ამ სიტყვებმა მედია საშუალებები მოიცვა. ქუთაისის P.S. ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე მაღალჩინოსანთა დავცის მსხვერპლი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მისული და ჩუმად შესული ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერიძე სწორედ მაშინ სცემეს ( ოპერის ფოიეში).

იყვნენ თვითმხილველები ,რომლებიც მოგვიანებით უარყოფდნენ სართოდ ოპერაში ყოფნას.ესენია : ქეთი დეისაძე, გოგისვნიძე და კახა ნემსიწვერიძე.

მოგვიანებით ვაჩიბერაძის კოლეგებმა და ადგილობრივმა მედია საშუალებების ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს სახელწოდებით “გაერთიანებული მედია ძალადობის წინააღმდეგ”. მდუმარე 5 წუთიანი აქცია…ხელიხელჩაკიდებულები ახლად რეაბილიტირებულ “კოლხურ შადრევნთან” წრეზე დადგნენ.

აქციას თვალყურს ადევნებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდა წევრები,რომლებიც ახლომახლოს ტრიალებდნენ. ასევე აღსანიშნავია ვერცხლისფერი პასატი JVJ 685 რომელიც TBC ბანკის გვერდით იყო გაჩერებული და რომელიც მანქანიდან არა მარტო ჟურნალისტებს ითვლიდნენ, არამედ ვიდეოსა თუ ფოტოებსაც კარგად იღებდნენ. აქვე გეტყვით,რომ გზის იმ ნაწილზე მანქანის გაჩერება არ შეიძლება, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, პარტულმა ვერ დააფიქსირა.

აგრეთვე აქციაზე მივიდნენ ახალგაზრდა ბიჭ-ბუჭები, რომლებიც დაჟინებით იმეორებდნენ მედია საშუალებას წარმოვადგენთო და ფოტოებსაც ახლო ხედიდა იღებდნენ.(ეს ვითომდა ჟურნალისტები აქამდე არცერთ ადგილობრივ ჟურნალისტს არ ენახა).

მშვიდობიანი აქცია მშვიდობიანად დასრულდა. ანალოგიური ფაქტები ამ ბოლო დროს გახშირდა საქართველოს ყველა კუთხეში.

არ ხარ იმედი, რუსთავი2 ან კიდევ პირველი არხი?! მაშინ ღირსი ხარ ცემის,ლანძღვის, გინებისა თუ ჩაქოლვის?!

არ არსებობს ობიექტურობა და ნეიტრალურობა ან მათი ხარ ან კიდევ მათი მტერი?!-აი პრინციპი რითაც ასე “კარგად” ხელმძღვანელობენ.(განსაკუთრებით ახალგაზრდა ნაცები,რომლებიც მუდამ მოყეფარე ლეკვების როლში არიან).

მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებს როგორც უნდათ და სადაც უნდათ ისე უსწორდებიან. არ ერიდებიან სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მასალებსაც უბლოკავენ და ზოგიერთ პიროვნებამდე მისვლასაც ვერ ახერხებენ.

საქართველო ერთი დიდი საგიჟეა, სადაც პაციენტისა და ექიმის როლები არეულია…სადაც ერთმანეთს აგიჟებენ, არ ინდობენ,ანადგურებენ და მერე მეამიტური სახეებით ერთმანეთს უცინიან,ხელს ართმევენ და გულშიც იხუტებენ.

სოლიდარობა ყველა დამოუკიდებელ და ობიექტურ ჟურნალისტს.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=TZCoEarBSUM

 

უხელფასო მუშები პარლამენტის მშენებლობაზე

 

 

შრომითი დისკრიმინაცის მსხვერპლები შიშის გამო ხმას ვერ იღებენ.
პარლამენტის მშენებლობაზე პრობაციონალებს უფასოდ ამუშავებენ,სანაცვლოდ კი შესრულებული სამუშაოების მიხედვით სასჯელის ვადებს უმცირებენ.

უკვე რამდენიმე დღეა რაც ქუთაისში ეს ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე ადგილობრივმა მედია საშუალებამ გააჟღერა კიდეც, მაგრამ უშუალოდ დაზარალებულებთან კონტაქტზე ვერ გავიდნენ. პირში წყალჩაგუბებული პრობაციონალები სიჩუმეს ირჩევენ. არ უნდათ ისედაც მძიმე წარსულს კიდევ შავი ლაქა დაუმატონ და სასჯელის ვადები შემცირების ნაცვლად გაზარდონ. ესეც, რომ არ იყოს და იფიქრონ ჯანდაბას ჩემს თავსო ოჯახის წევრებს ვერ წირავენ. ეშინიათ სიტყვისთვის თავისუფლების მინიჭების შემთხვევაში ახლობლებს რაიმე საფრთხე არ დაემუქროს.
“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი გოგი წულაია ამტკიცებს,რომ ეს ინფორმაცია უტყუარია და რომ პრობაციონლებს ვირივით ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ამუშავებენ. აქვე გთავაზობთ წულაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას: (მადლობა Chaplinis Blogs ვიდეოს მოწოდებისთვის).

სერიოზულ ბრადებას არასერიოზულად ეკიდებიან და უპასუხოდ ტოვებენ დღემდე.
ესეც შენი სიტყვის თავიუფლება და ესეც შენი დემოკრატია…. საით მიექანები ბედკრულო საქართველო?! საით?!…
__________

P.S. მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ გაივლი შავი ტანისამაოსი თეთრ ფერს იღებს, პირში იმდენი სილა გიგროვდება ,რომ სახლს თავისუფლად ააშენებ. გიჭირს სუნთქვა და პირი გიშრება. ცუდი ამინდების დროს კიდევ ჰო, მაგრამ ოდნავ ტემპერატურის ზრდასთან ერთად იზრდება საშიშროებაც . ჯანმრთელობის შერყევის საშიშროება. ცოდვაა ის ხალხი ვინც უშუალოდ იქ მუშაობს (პირბადეების გარეშე) და ის ადამიანებიც ვინც იქვე ცხოვრობენ თუ მოძრაობენ.
და ასე შენდება პარლამენტი, სადაც მაისიდან “საქმოსანი პარლამენტარები” სრულყოფილ სახესაც მისცემენ.

 

“ჩაბუტბუტებული ” ცისკარი “

 

გუშინ, პირველად შევედი ჩემი ბინის გვერდზე აშენებულ ეკლესიაში. არა და უკვე დიდიხანია წირვა-ლოცვა აღესრულება. როგორც კი შევედი რაღაცნაირად დიდი სივრცე მომხვდა თვალში.. იმდენიხანია ეკლესიაში არ ვყოფილვა,რომ ცენტში,მღვდელთან ახლოს ვერ დავდექი და სიბნელეში მოვკალათდი, ფაქტობრივად გასასვლელთან.. მაგრამ ირგვლივ ისეთი პუტუნი მიდიოდა,რომ მხოლოდ მგალობლების “დიდება შენდა” მესმოდა..უცებ მთელს ეკლესიაში შუქი ჩაქრა, მხოლოდ საკურთხეველში ციმციმებდა სინათლე..სანთლებით განათდა ირგვლივ ყველაფერი..მეც ავათე სანთელი და გადავჩოჩდი მედავითნესთან ახლოს,რომ მომესმინა რას ქადაგებდა… ცოტახანში კიდევ უფრო ახლოს მივედი,რათა გამერჩია სიტყვები ერთმანეთისგან… მოკლედ ვერ ვხვდები, ჩემშია პრობლემა თუ მღვდელი ბუტბუტებს ერთ ნოტზე…

მუსიკლურობით დიდად არ გამოვირჩები, მაგრამ მგალობლები ერთმანეთს ხმებში აშკარად ვერ ეწყობოდნენ. ხან ადრე იწყებდნენ გალობას ხან კიდევ აგვიანებდნენ, ან საერთოდ მამაოსან ერთად იწყებდნენ გალობას და შემდეგ უცებ ჩუმდებოდნენ… გამაოცა იმანაც რომ ადრე არასოდეს მომისმინა აღდგომის ცისკარზე საგალობელი “მრავალჟამიერი”… არ ვიცი შეიძლება წლების წინ (როცა ხშირად ვსტუმრობდი ეკლესიას) არ გალობდნენ, მაგრამ ახლა შეიცვალა საგალობლების ნუსხა…

ერთიც, მამაო როდესაც აღსარებას იბარებდა, აღსარების დასრულების შემდეგ კალამით ფურცელზე რაღაცას ინიშნავდა (ეს პირველად შევამჩნიე მღვდელი რაღაცას, რომ ინიშნავდეს ყოველი აღსარების შემდგომ)…

გამაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ირგვლივ ყველა გიყურებს,გათვალიერებს (შეიძლება ახალი სახე რომ ნახეს მიტომაც)შენი თავის გაქნევის დროს დაკერილი როჟებით გიყურებენ,ხოლო თავად საუბარს არ ერიდებიან და საქმეებსაც არჩევენ… აღდგომა ხომ სასიხარულო დღეა, ამ დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, მაგრამ მღვდელის მოლოცვის შემდეგ რატომღაც ყველა დაღონებული ხმით იძახდა “ჭეშმარიტად”, მხოლოდ მე ვიღიმოდი და ჩემავე ღიმილმა უხერხულობის განცდა გამიჩინა, ამიტომ ან მამაოს თვალებში ვუყურებდი ან კიდევ საკუთარ ფეხებს დავცქეროდი… ერთმა რამაც შემაშფოთა იყო ის, რომ სანამ ჩემი დის სანთელი დაიწვა, მანამდე მე ორი სანთელი დავწვი. არა და ორივემ ერთად ავანთეთ.. აშკარად მალე მოვკვდები ხო იცი…: )))

ქრისტე აღსდგა !!!

ქრისტე აღსდგა!!!

ქრისტე აღსდგა!!!

 

 

და ჩვენ გვყავს პაპი?! დებატები ფილმის ირგვლივ

სურვილი… მონდომება… შემართება და კინოკლუბის გარემო და განწყობაც შევიქმენით…

 

ფილმი – ჩვენ გვყავს პაპი ( habemus papam)
ჟანრი – დრამა
რეჟისორი – ნანნი მორეტი
წელი -2011

ქვეყანა – იტალია, საფრანგეთი

ეს იყო პირველი (და არა უკანასკნელი-იმედია) ფილმი ,რომლის ყურებაც მეგობრებმა ფართო წრეში მოვინდომეთ. USAID-მა ოფისიც დაგვითმო… თავი მოვიყარეთ 19 ადამიანმა და ფილმის ყურებაც დავიწყეთ…
ამ ჩვენებას სხვა დატვირთვაც მივეცით…შეხვედრას ჰყავდა მოდერატორი, ადამიანი რომლის იდეაც იყო, ყველასათვის გვეჩვენებინა ეს ფილმი და მასზე წარგვერმართა დისკუსია…

 

“ჩვენ გვყავს პაპი”-ს დასრულების შემდეგ თეონა ხარაბაძემ (მოდერტორი) წარმართა დისკუსია…
დებატები… კამათი… ფაქტთა სიცხადე… ხმაური… და ამავდროულად ყველას აზრის დაფიქსირება – აი ეს იყო მიზანი, ეს იყო სურვილი…

აქვე ვიტყვი,რომ მგონი ცოტა აუდიტორიამ იზარმაცა, თავი შეიკავა დებატებში ჩართვაში, ზოგაც ვერ გაჩერდა და სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო წავიდა…იმედია მომავალში ნელნელა დავიხვეწევით და უფრო ცხარე დისკუსიას გავმართავთ…
შემოგვიერთდით თქვენი რჩეული ფილმით, იყავით ამავდროულად მოდერატორი, შევიქმნათ კინოკლუბის გარემო და გავმართოთ დისკუსია ფილმის დასრულების შემდეგ…
თუ ამ პოსტს ის ადამიანები კითხულობენ, რომლებიც უშღუალოდ იყვნენ ჩართულები ამ პროცესში დღის შეფასებებს თავად გააკეთებენ და მჯერა,რომ დისკუსიას აქაც გააგრძელებენ.

შეგიძლიათ ამის ფონზე წაიკითხოთ :) )

_______________

 ”ჩვენ გვყავს პაპი”
ის რაც ადილზე ვერ დავაფიქსირე ან კიდევ დავაფიქსირე…
ნანნი მორეტტის ამ ფილმა “ჩვენ გვყავს პაპი” ბევრი კითხვის ნიშანი დამიტოვა…
მთელი ფილმი წინააღმდეგობებით სავსეა…
მორეტის პაპი, სულ სხვანაირი პაპია – იგი უბრალო ადამიანია…
ფილმი არც ანარქისტული სულისკვეთებით გამოირჩევა,არც ათეიზმს ქადაგებს და საერთოდ – არაფერს ქადაგებს…მისი მიზანი არსებულის და უკვე ცნობილის დეკონსტრუქცია უფროა, ვიდრე კარდინალური ცვლილებებისაკენ მოწოდება…
შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ფილმის განმავლობაში კადრები, სცენები, ქმედებები, დიალოგები – ყველაფერი მეკითხებოდა “მე თუ მყავდა პაპი”…
კადრები – ყველაზე მეტყველი და ბევრის მთქმელი…
სცენები – ცხოვრებისეული,დამღლელი ,ოფიციალური, გამაღიზიანებელი და ამავდროულად ძალიან საინტერესო…
ხშირად გვავიწყდება ,რომ ესა თუ ის პირი ჩვეულებრივი ადამიანია – ამიტომ ჩვენი გულმავიწყობისა და სიბრმავის გამო ესეთებს ვაღმერთებთ, ხატად ვთვლით, ფეხქვეშ ვეფინებით, მათზე ვლოცულობთ. ყოვლისმცოდნედ, ყოველისშემძლედ მივიჩნევთ.შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს როდესაც ესეთებს ბრმებს ვეძახი.მაგრამ ის ვინც კერპებს,კულტებს ქმნის ნამდვილად ,რომ ბრმა არის…
(აქვე პარალელს დღევანდელ ცხოვრებასთან ვავლებ, რადგან დღეს ბევრს ჰყავს თავისი კულტი შექმნილი და “მოვკლავ დედას,მოვკლავ მამას თუ პარტია მეტყვის ამას” – ლოზუნგით მოქმედებს)
როგორც ფილმში, ისევე ცხოვრებაშიც ხშირად ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა…
თავიდან თითქოს და გამაღიზიანა მელვილის(პაპი) გადაწყვეტილებამ, როდესაც აივანზე არ გადის და ყვირილით ტოვებს იქაურობას- თითქოს და რომის პაპის სისუტეზე მიმანიშნა, თუმცა მეორეს მხრივ მისი ,როგორც პიროვნების ,ადამიანის სიძლიერე დავინახე.. მან თავის თავზე “ვერ” და “არ” აიღო ის პასუხისმგებლობა რასაც “რომის პაპობა” ნიშნავს.
ამბიცია,რომ არ ჰქონოდა კარდინალი ვერ გახდებოდა და ვერ გაივლიდა იმ საფეხურებს რაც გავლილი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი დაავიწყდა და უხეშად, რომ ვთქვა ყველაფერი ფეხზე დაიკიდა, როდესაც მიზანთან ასე ახლოს იყო… უფრო სწორად მიზანს მიაღწია. გახდა რომის პაპი. მაგრამ განკაცება მოინდომა…
ბევრი გაპაპებულა, მაგრამ განკაცება ვერავის გაებედა (ალბათ რეალურ ცხოვრებაშიც პაპი არასოდეს შეეცდება განკაცდეს)…
შეიძლება ბრძოლამ პირველობამდე (ამ შემთხვევაში იმ რანგამდე რასაც პაპი ჰქვია) დაღალა,დაქანცა და უკვე ძალაც აღარ ჰქნდა პირველობა აეღო საკუთარ თავზე და პასუხისმგებლობაც ეტვირთა…
არცერთ კარდინალს პაპობა არ უნდოდა, ეს კარგად ჩანს ხმების მიცემის დროს… ყოყმანი, ერმანეთისგან გადაწერის მცდელობა, შეწუხებული სახეები… ყველა რაღაცას გაურბოდა და ყველას რაღაცის ეშინოდა (თითქოს)…
მთელი დღით მოფუსფუსე კარდინალები (ხშირად უმიზნოდ მოსიარულეც) საღამოს სხვადასხვა საშუალებით ერთობიან – კარტი, ფაზლი, ველოსაპედი…მოგვიანებით ფრენბურთს თამაშობენ, აღტკინებული მონაზვნები კი მათი გულშემატკივრები არიან (ალბათ ფსიქოლოგის ზეგავლენის დამსახურებაა)… კარდინალებიც ადამიანები არიან ბოლოს და ბოლოს…ზოგიერთი მათგანი ვატიკანში ჯდომასა და პაპის ლოდინს, ფუნუშის საყიდლად გაპარვას ამჯობინებს, მაშინ როდესაც სხვანი კარტის თამაშით იქცევენ თავს…
ყურადღების მისაქცევია ქმედებები -მაგ: ფარდის შრიალი – ამ დროს ყველა პაპის ფანჯრისკენ იყურება ღიმილით და ხელის ქნევით…ასეთი სიტუაციები ღიმილს მგვრის და ზომბირებული ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებს…
(ანალოგიური ცოცხალი მაგალითები დღევანდელ საქართველოშიც ბევრია)
ბევრი შემიძლია ვწერო ამ ფილმის ირგვლივ… ჯერ კიდევ კითხვისნიშნები მაქვს…ა მიტომ შეიძლება რაიმე დეტალზე საკუთარ თავთან წინააღმდეგობაშიც მოვიდე…
ეს ფილმი ღირს ყურებად !!!

This slideshow requires JavaScript.

წელიწადის 11 თვე “1 აპრილია”

 

 

 

მიხეილ სააკაშვილს სიმსივნე აღმოუჩინეს, ნოდარ მელაძეს “იმედი” დაატოვებინეს, ქუთაისში მშენებარე პარლამენტის არქიტექტორი მოკლეს, ზუგდიდში მანიაკის აჩრდილები გამოაჩინეს – ეს ყველაფერი საპირველაპრილო ხუმრობისთვის შეთხზეს…

 

http://www.ireporter.ge/%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9B-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D/

http://www.ireporter.ge/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%95/

სტატუსებზე აღარაფერს ვიტყვი…ზოგმა და გაათხოვა, ზოგმა ქუთაისის მერი მოხსნა თანამდებობიდან, ზოგმა თავის მოკვლა დაგეგმა, ზოგმა ლეზბიანკობა დაიბრალა და ა.შ.-გონება გაიღიზიანეს, ენა გაისველეს, წარმოსახვის უნარიც გაიმძაფრეს…

 

 

 

 

 

 

 

(იმედია არ გაბრაზდებიან ამ სქრინის გამო)

 

 

 

 

 

 

 

ამ დიად და დიდ დღეს რამდენი “ტყუილიც” მოვისმინე მათი უმრავლესობა ვფიქრობ,რომ რეალობას მოკლებულიც არ იყო.
თუ ისტორიასა და ცოცხალ მაგალითებს გადავხედავთ წელიწადის 11 თვე “1 აპრილი” გამოვა.
შევარდნაძის პერიოდი იყო და ყოველდღე გვპირდებოდნენ,რომ დასტაბილურდებოდა შუქის,გაზის,წყალის, პენსიების და ა.შ. პრობლემა.

დღეს პროგრესი გვაქვს…”მაღალფარდოვანი 1 აპრილი” ყოველდღე “დახვეწილად” გვატყუებს. დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, სამუშაო ადგილები (ყველა წლის აქტუალური ტყუილი), რეაბილიტირებული ქუჩები,უბნები,შენობა-ნაგებობები… მართლა რომ კეთდება -ამაშია მისი “დახვეწილობა”, ხოლო ფასადურად რომ კეთდება ამაში მისი “მაღალფარდოვნება”…
ადრე პურის ,წლის ,პროდუქტების რიგებში ატუებდნენ ერთმანეთს. დღეს, სოციალური ქსელებით (facebook ,twitter ,google+,).
ჩართეთ ცენტრალური არხები და საპირველაპრილოხუმრობებით აღიჭურვებით, ეს ხუმრობები ზოგჯერ კარგ ხასათზე გაყენებს ზოგჯერაც ნერვებს გიშლის, გამომდინარე იქენდან რამდენად უვნებელია ან მავნებელია ესა თუ ის ინფორმაცია.
ვითხოვ სიმათლისა და გულწრფელობის ერთ დღეს!!! ვითხოვ კალენდარში შეიტნონ გამუქებული შრიფტით არჩეული თარიღი და ეს დღე ყოველ წელს გრანდიოზულად აღინიშნოს.

 

 

 

“არასერიოზული სერიოზულობით” გამართული საკრებულოს სხდომა

“საწყალი ინვალიდები”, “ფალოსს დამსაგსეთ ქალაქი”, თქვენ თქვენთვის საუბრობთ, ახლა მეც მაცადეთ საუბარი” ,”მიკროფონის გარეშეც შემიძლია გაგაგონოთ ჩემი სათქმელი”, “ძირითადი ხომ გაკეთებულია”, “რას მასწავლი ეგ მეც ვიცი”- მსგავს სხარტულა გამონათქვემებს ბევრს გაიგონებთ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე.

თითქოს და დამღლელი მონოლოგით დაწყებული საკრებულოს რიგით მე-20 სხდომა ტრადიციულად ხმაურიანად და სანტერესოდ გაგრძელდა.
საკრებულოს სხდომას 13დეპუტატი ესწრებოდა(სულ 25 წევრია), ქვორუმის ხათრით დაგვაინებიც კი აპატიეს დეპუტატებს. ეტყობა ზოგს არ ეცლა, ან კიდევ დაეზარათ რამდენიმე საათით ერთ ადგილზე გაჩერება და არგუმენტი-კონტრარგუმენტებით საუბარი.

სხდომაზე ყველაზე დიდი ნაწილი 2011 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებას დასჭირდა. ყველაზე მეტი ხმაურიც სწორედ 2011 წლის ბიუჯეტში არ შესრულებული ან ცუდად შესრულებული სამუშაოების “ანალიზმა” გამოიწვია.
“ანალიზი” - ხმამაღალი სიტყვაა და ცოტა შეუფერებელი იმ სიტუაციაზე, რადგან ძირითადად მშრალ, ზედაპირულ ,მათემატიკური ფორმულებით გაწერილ ფორმულებს „გადაფურცუხებით“ გადახედენ. არცერთ საკითხს ანალიზი არ მოყოლია. (შეიძლება მე ვითხოვ ბევრს და საკრებულოს წევრების პრიორიტეტი სულაც არ არის 2011 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ანალიზი).

ფოტოზე ქუთაისის ყოფილი მერი და ამჟამად ქუთაისის მერის მოადგილე ნიკო კაჭკაჭიშვილია. თითქმისმთელი საკრებულოს სხდომის განმავლობაში ღრმად ფიქრობდა და წარბიც კი არ შეურხევია. :)

ვისაც აინტერესებს თუ რაში და რამდენი დაიხარჯა 2011 წელს შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ. ეს საჯარო ინფორმაციაა და აუცილებელია ქუთაისლებმა იცოდნენ თუ რაში იხარჯება მათი ჯიბებიდან შევსებული ბიუჯეტი.

თუ არ დაგეზარებათ ასევე აქვე არის საკრებულო სხდომის სრული აუდიო ფაილი. არანაირი მონტაჟი. პირველი 15 წუთი თითქოს და უინტერესოა თუმცა მომდევნო წუთებზე ამას ვეღარ იტყვით.

P.S. ყველა მოქალაქეს შეუძლია დაესწროს საკრებულოს სხდომას. საკრებულოს სხდომა იმართება ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს. მოდით და თავად ნახეთ „უსერიოზულო სერიოზულობით“ გამართული საკრებულოს სხდომები.

ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის
–––––– N–––– განკარგულების დანართი

  ანგარიში
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის
 2011 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ
წინამდებარე ანგარიში ,,თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ შედგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ქალაქ ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა 2010 წლის 15 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს N57 დადგენილებით. შემოსულობებისა და გადასახდელების ოდენობა განისაზღვრა 35556,0 ათასი ლარით. 2011 წლის 12 თვის განმავლობაში მასში შეტანილ იქნა 28 ცვლილება და დაზუსტდა 56951,8 ათასი ლარის ოდენობით.
2011 წლის ბიუჯეტი მოიცავს 2011-2014 წლების ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი გეგმის საანგარიშო პერიოდის პრიორიტეტებს, როგორიცაა: ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება, მცირე ბიზნესისა და დასაქმების ხელშეწყობა, ეკოლოგიური და საზოგადოებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტში გამოკვეთილია პროგრამული ბიუჯეტის კონტურები, რომელიც ითვალისწინებს, რომ ბიუჯეტი დაგეგმვის პროცესიდანვე იყოს ორიენტირებული შედეგებზე. მასში ნათელია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კონკრეტულ ღონისძიებებში ჩადებულ ფინანსურ რესურსებსა და მიღებულ შედეგებს შორის.


თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში საბიუჯეტო კლასიფიკატორის მიხედვით მოიცავს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 87-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, კერძოდ ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ბალანსს, შემოსულობებისა და გადასახდელების (პროგრამებისა და ღონისძიებების მიხედვით) შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და წინა წლის პერიოდთან, წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების, ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს.


ბიუჯეტის შესრულების ძირითადი მაჩვენებლები წარმოდგენილია ბალანსის სახით:
ქალაქ ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის ბალანსი
დასახელება 2011 წლის დამტკიცებული გემმა 2011 წლის დაზუსტებული გეგმა 2011 წლის ფაქტი
შემოსავლები 33,056.0 42,865.5 44,830.6
გადასახადები 4110.0 4,757.0 5,041.9
გრანტები 24318.6 30,521.6 30,456.6
სხვა შემოსავლები 4627.4 7,586.9 9,332.1

ხარჯები 33,467.5 33,716.1 30,877.8
შრომის ანაზღაურება 4247.3 4,206.6 4,104.3
საქონელი და მომსახურება 4599.9 4,354.4 3,913.7
პროცენტი 442 442.0 441.9
სუბსიდიები 20854.7 21,364.3 19,203.8
გრანტები 1500 1,500.0 1,500.0
სოციალური უზრუნველყოფა 1823.6 1,848.8 1,714.1
სხვა ხარჯები 0.0

საოპერაციო სალდო -411.5 9,149.4 13,952.8
არაფინანსური აქტივების ცვლილება -1,351.5 18,540.7 12,307.2
ზრდა 1148.5 22,328.9 16,338.6
კლება 2500 3,788.2 4,031.4

მთლიანი სალდო 940.0 -9,391.3 1,645.6

ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 -10,298.1 -10,453.2
ზრდა 0.0 0.0
ვალუტა და დეპოზიტები
სესხები
აქციები და სხვა კაპიტალი
სხვა დებიტორული დავალიანებები
კლება 10,298.1 10,453.2
ვალუტა და დეპოზიტები
სესხები
აქციები და სხვა კაპიტალი 10,298.1 10,453.2
სხვა დებიტორული დავალიანებები

ვალდებულებების ცვლილება -940.0 -906.8 -793.7
ზრდა 0.0 0.0
საშინაო
საგარეო
კლება 940.0 906.8 793.7
საშინაო 940 906.8 793.7
საგარეო

ბალანსი 0.0 0.0 11,305.1
ქალაქ ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებული წლიური მაჩვენებელი განისაზღვრა 56951,8 ათასი ლარის ოდენობით, ფაქტიურმა შესრულებამ 59315,2 ათასი ლარი შეადგინა, ანუ გეგმის 104,1%, მათ შორის 10453,2 ათასი ლარი შეადგენს ფინანსურ აქტივს.( 2010 წლის ბოლოს ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე დარჩენილმა ნაშთმა შეადგინა 10298,1 ათასი ლარი, აქედან 2011 წლის იანვარში 30,5 ათასი ლარი დაბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტში, დარჩენილ 10267,6 ათას ლარს დაემატა წინა წელს მიღებული და გამოუყენებელი სახსრები 0,5 ათასი ლარი და 185,1 ათასი ლარი, რომელიც წარმოადგენს სხვაობას საანგარიშო პერიოდის ბოლოს ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე დაფიქსირებულ თანხასა და ცენტრალური ხაზინის მიერ აღრიცხულ სახსრებს შორის.
• შემოსავლები შესრულდა 104,6 პროცენტით (გეგმა გადაჭარბებულია 1965,1 ათასი ლარით);
• არაფინანსური აქტივები შესრულდა 106,4 პროცენტით (გეგმა გადაჭარბებულია 243,2 ათასი ლარით);
• ფინანსურმა აქტივებმა 2011 წლის ბოლოს შეადგინა 11305,1 ათასი ლარი
სახეობების მიხედვით ფაქტიური შემოსულობების ხვედრითი წილი შემდეგია:

2011 წლის მანძილზე მობილიზებული შემოსავლების
სტრუქტურა და მისი შესრულების მონაცემები

როგორც დიაგრამიდან ჩანს, 2011 წელს ქუთაისის ბიუჯეტში მობილიზებულ შემოსავლებს შორის, ქვეყანაში არსებული ფისკალური პოლიტიკისა და საბიუჯეტო სისტემიდან გამომდინარე (რაც ითვალისწინებს ადგილობრივი ბიუჯეტების გრანტულ დაფინანსებას გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების სახით) ყველაზე დიდი წილი 68% გრანტებზე მოდის, გადასახადებიდან მიღებულია 11%, ხოლო სხვა შემოსავლების წილი მთლიან შემოსავლებში 21%-ს შეადგენს.
გადასახადები:
ქალაქ ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული შემოსავლების (გადასახადები, გრანტები, სხვა შემოსავლები) დაზუსტებული გეგმა 4757,0 ათასი ლარი, ფაქტობრივად 5041,9 ათასი ლარით შესრულდა, რაც გეგმის 106%–ია . წინა წელთან შედარებით (ფაქტი – 9126,6 ათასი ლარი), 4084,7 ათასი ლარით ნაკლები შემოსავალია მიღებული, რაც გამოწვეულია 2010 წელს ავტოქარხნის გაყიდვის შემდეგ მყიდველის მიერ, წინა წლებში ქონების გადასახადის სახით დაგროვილი დავალიანების ერთჯერადი გადახდით.
წლის განმავლობაში ქონების გადასახადიდან ადგილობრივ ბიუჯეტში ფაქტობრივად მიღებულია 5036,2 ათასი ლარის შემოსავალი, გეგმა – 4757,0 ათასი ლარი – შესრულებულია 105,9%-ით, მათ შორის: საწარმოთა და ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადიდან მიღებულია 3888,2 ათასი ლარი, გეგმის (3777,0 ათასი ლარი) 102,9%, გეგმა გადაჭარბებულია 111,2 ათასი ლარით (წინა წლის ფაქტობრივი შემოსავალი – 4531,8 ათასი ლარი). მიწის გადასახადიდან მიღებულია 1145,9 ათასი ლარი, გეგმის (980,0 ათასი ლარი) 116,9% . სხვა გადასახადები ქონებაზე შეადგენს 2,1 ათას ლარს. ამასთან, სხვა გადასახადების სახით ბიუჯეტმა დამატებით 5,7 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო.

2011 წლის ბიუჯეტში მობილიზებული ქონების გადასახადი (ათასი ლარი)

2011-2010 წლებში მიღებული ქონების გადასახადი (ათასი ლარი)

გრანტები:
2011 წელს გრანტების სახით ქალაქის ბიუჯეტში ჩარიცხულია 30456,6 ათასი ლარი, მათ შორის: გათანაბრებითი ტრანსფერიდან – 24108,6 ათასი ლარი; მიზნობრივი ტრანსფერიდან – 145,0 ათასი ლარი; სპეციალური ტრანსფერიდან – 6203,0 ათასი ლარი, მათ შორის: რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან – 5750,0 ათასი ლარი; პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფინანსური დახმარება – 243,0 ათასი ლარი; რაიონებიდან გადმორიცხული გრანტი –210,0 ათასი ლარი.
2011 წელს მიღებული გრანტების სტრუქტურა (ათასი ლარი)

სხვა შემოსავლები:
2011 წლის დაზუსტებული გეგმით განსაზღვრული 7586,9 ათასი ლარის ფაქტობრივმა შესრულებამ 9332,1 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 123%-ია, მათ შორის:

სხვა შემოსავლების კუთხით 2010 წელთან შედარებით 2011 წელს დამატებით 3775,4 ათასი ლარის შემოსავალია მიღებული.

პროცენტების სახით მიღებულია 980.0 ათასი ლარის შემოსავალი, რაც გეგმაზე (900.0 ათასი ლარი) 80.0 ათასი ლარით მეტია.
რენტის სახით ბიუჯეტში შემოსულია 193,2 ათასი ლარი, აქედან:
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლიდან – 86,7 ათასი ლარი. წლიური დაზუსტებული გეგმა (69,0 ათასი ლარი) შესრულებულია 125,7%–ით;
მიწის იჯარიდან და მართვაში (უზურფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან – 106,5 ათასი ლარი, რაც გეგმის (93,0 ათასი ლარის) 114,5%-ია.
ადგილობრივი მოსაკრებლიდან მშენებლობის ნებართვაზე (გარდა განსაკუთრებული მშენებლობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) მიღებულია 38,3 ათასი ლარი, გეგმის (33,0 ათასი ლარის) 116,1%.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებულია 2085,7 ათასი ლარი, წლიური გეგმის (1790,0 ათასი ლარი) 116,5%. წლიური გეგმა გადაჭარბებულია 295,7 ათასი ლარით და წინა წელთან (1604,1 ათასი ლარი) შედარებით მიღებულია 481,6 ათასი ლარით მეტი. სახეების მიხედვით თანხები შემდეგნაირად განაწილდა: სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში შემოსულია – 1865,5 ათასი ლარი, გეგმა –1600,0 ათასი ლარი (116,6%), ტოტალიზატორებიდან, ბინგოებიდან და ლოტოებიდან – 199,8 ათასი ლარი, გეგმა –190,0 ათასი ლარი (105,2%), სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში შემოსულია 20,4 ათასი ლარი.

სამხედრო–სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან ფაქტობრივად 10,8 ათასი ლარი შემოვიდა, გეგმა შეადგენს 9,0 ათას ლარს (120%).
დასუფთავების მოსაკრებლის კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილების გეგმაზომიერი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად მოსახლეობიდან და იურიდიული პირებიდან ბიუჯეტში ჩარიცხულია 1110,7 ათასი ლარი, გეგმის (940,0 ათასი ლარი) 118,2%. გეგმა 170,7 ათასი ლარის გადაჭარბებითაა შესრულებული, ხოლო წინა წელთან (978,1 ათასი ლარი) შედარებით 132,6 ათასი ლარით მეტი შემოსავალია მიღებული.
მომსახურების გაწევიდან მთლიანობაში მიღებულია 528,9 ათასი ლარი, გეგმა –400,0 ათასი ლარი (132,2%). წინა წელთან შედარებით (2010 წლის ფაქტი – 464,4 ათასი ლარი) 64,5 ათასი ლარით მეტი შემოსავალია მიღებული.
ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებულმა შემოსავლებმა მთლიანობაში 2255,2 ათასი ლარი შეადგინა, რაც წლიურ გეგმაზე (1445,0 ათასი ლარი) – 810,2 ათასი ლარით მეტია. გეგმა შესრულებულია 156,1%–ით.
შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლის სახით ბიუჯეტში ჩარიცხულია 2092,8 ათასი ლარის შემოსავალი. აქედან: ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვიდან მიღებულია 316,5 ათასი ლარი, რაც გეგმის (250,0 ათასი ლარი) 126,6%–ია, ბიუჯეტში ჩარიცხულია გეგმაზე 66,5 ათასი ლარით მეტი შემოსავალი, რაც ქალაქ ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგია. სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლიდან 1776,3 ათასი ლარია მიღებული.

არაფინანსური აქტივები:
ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულია 4031,4 ათასი ლარი, გეგმის (3788,2 ათასი ლარი) 106,4%. აქედან, 3836,6 ათასი ლარი – ძირითადი აქტივების გაყიდვიდან, ხოლო 194,8 ათასი ლარი – მიწის გაყიდვიდან. გასულ წელთან შედარებით (2242,0 ათასი ლარი) 1789,4 ათასი ლარით მეტია შემოსული.

ფინანსური აქტივები:
წლის დასაწყისში დებიტორული დავალიანებების (წინა წელს მიღებული და გამოუყენებელი) სახით, 2010 წლის ბოლოს ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე ირიცხებოდა 10298,1 ათასი ლარი, ხოლო 2011 წლის დასაწყისში – 10267,6 ათასი ლარი (30,5 ათასი ლარის გამოკლებით, რომელიც იანვრის თვეში დაბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტში), წლის განმავლობაში განხორციელებული ფინანსური ოპერაციების შედეგად, 2011 წლის ბოლოს, ფინანსური აქტივების ნაშთმა შეადგინა 11305,1 ათასი ლარი.

ვალდებულებები
აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად 2011 წლის ბიუჯეტში წლიური დაზუსტებული გეგმა განისაზღვრა 906,8 ათასი ლარის ოდენობით, აქედან:
ქალაქ ქუთაისის მერიასა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა ქალაქ ქუთაისში 2004–2005 წლებში განხორციელებული პროექტებისათვის აღებული ვალდებულების დასაფინანსებლად 740,0 ათასი ლარი.
წინა პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულებების დასაფარავად და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 94,0 ათასი ლარი.
ქალაქ ქუთაისის მერიასა და სს ,,ქუთაისის ტროლეიბუსების საწარმოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თვითმმართველობამ აიღო ვალდებულება 17,0 ათასი ლარის ოდენობით.
თვითმმართველი ქალაქის– ქუთაისის საკრებულოსა და შპს ,,შვრიას“ შორის 2008 წლის 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ადგილობრივ თვითმმართველობას უსასყიდლოდ გადმოეცა ქალაქ ქუთაისის ფოთის ქუჩის N38–ში მდებარე უძრავი ქონება, თანასაკუთრებაში არსებულ მიწასთან ერთად, ხოლო თვითმმართველობამ აიღო ვალდებულება დაფაროს შპს ,,შვრიას“ სახელზე არსებული დავალიანება (ქონებისა და მიწის გადასახადები) 12,3 ათასი ლარის ოდენობით.
ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისა და ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად 2011 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა 43,5 ათასი ლარის ოდენობით.
2011 წელს ზემოაღნიშნული ვალდებულებების დასაფარავად ბიუჯეტიდან გადარიცხულია 793,7 ათასი ლარი.
პროცენტები:
2011 წლის ბიუჯეტში, პროცენტების სახით გამოყოფილია 442,0 ათასი ლარი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გადასახდელი სესხის ძირითად თანხაზე (740,0 ათასი ლარი) დარიცხული პროცენტია. წლის მანძილზე გადახდილი პროცენტის სახით გაწეულია 441,9 ათასი ლარის საკასო ხარჯი.

გადასახდელები:
2011 წლის ბიუჯეტის გადასახდელების გეგმური მაჩვენებელი განისაზღვრა 56951,8 ათასი ლარის ოდენობით, გადახდაზე აღებულმა ვალდებულებებმა 48069,4 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო საკასო შესრულებამ 48010,1 ათასი ლარი, რაც გეგმის 84,3%-ია. ბიუჯეტის შესრულების შედარებით დაბალი პროცენტი ძირითადად გამოწვეულია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაფორმებული ხელშეკრულებების ვადაზე ადრე შეწყვეტით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ტენდერების განმეორებით ჩატარება და აუთვისებელი თანხების მომდევნო წლის ბიუჯეტში გადატანა.
2011 წლის გადასახდელების შესრულება ეკონომიკური კლასიფიკაციით

ხარჯები და არაფინანსური აქტივები შესრულდა 84,2 პროცენტით და შეადგინა 47216,4 ათასი ლარი, რაც ფუნქციონალური კლასიფიკატორის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით 2011 წლის ბიუჯეტის საერთო გადასახდელების საკასო ხარჯმა შეადგინა 48010,1 ათასი ლარი. მათ შორის:

ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ხარჯები შეადგენს 5272,1 ათას ლარს, მათ შორის: წარმომადგენლობითი ორგანოს – ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ხარჯები – 845,7 ათას ლარს, ხოლო მერიის სამსახურების ადმინისტრაციული ხარჯები – 4426,4 ათას ლარს.
სარეზერვო ფონდიდან დაგეგმილი 400,0 ათასი ლარიდან გახარჯულია 292,9 ათასი ლარი, მათ შორის: მოქალაქეთა მატერიალური დახმარებისათვის – 202,8 ათასი ლარი; ტრანსპორტით მომსახურებისათვის – 13,5 ათასი ლარი, აქედან: შპს ,,ტრანსპორტი–2008“ – 0,7 ათასი ლარი, შპს ,,შპს“ – 6,0 და „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – 6,8 ათასი ლარი;
კვებითი მომსახურებიდან დახარჯულია 9,4 ათასი ლარი, მათ შორის: შპს ,,იმპერიალი“ – 0,9 ათასი ლარი, შპს ,,ნია“ – 0,3 ათასი ლარი და ი/მ გიგა მამაგეიშვილი – 2,2 ათასი ლარი, შპს „მწვანე მარკეტი“ – 0,4 ათასი ლარი, ფ/პ „მალხაზ შალამბერიძე“ – 2,0 ათასი ლარი, ი/მ თეიმურაზ გობრონიძე – 3,6 ათასი ლარი;
აგრეთვე სარეზერვო ფონდიდან გაწეულია შემდეგი სახის ხარჯი: საჩუქრების შესაძენად – 1,0 ათასი ლარი (მათ შორის: შპს ,,ელო–07“ –0,8 ათასი ლარი, შპს ,,მორიკა“ – 0,2 ათასი ლარი); სამედიცინო მომსახურების მიზნით – 3,3 ათასი ლარი; სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარებისათვის – 39,3 ათასი ლარი; მოსაწვევების დამზადებისათვის (შპს ,,მბმ პოლიგრაფი“) – 0,3 ათასი ლარი; ქართული სამზარეულოს წიგნების შეძენისათვის (,,ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობა) – 4,2 ათასი ლარი; წიგნის გამოცემისათვის (შპს საგამომცემლო სახლი ,,ინოვაცია“) –1,5 ათასი ლარი; საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის სარეგისტრაციო შესატანისათვის – 0,5 ათასი ლარი; როტერდამიდან ფოთამდე ტვირთის ტრანსპორტირებისათვის (შპს ,,ოკეანეტ ჯორჯია“) – 7,0 ათასი ლარი; ერთიანი ანგარიშისათვის (საშემოსავლო) – 1,8 ათასი ლარი; ი/მ „რობერტ კუბლაშვილისათვის“ – 2,5 ათასი ლარი (ბრეზენტის ღირებულება); ი/მ მამუკა დანგაძისათვის – 4,0 ათასი ლარი (შეშის ღირებულება); შპს ,,მაგთიკომისათვის“ – 1,8 ათასი ლარი (მაგთიფიქსის USB მოდემის ღირებულება).
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის 2011 წელს გათვალისწინებული ხარჯებიდან (გეგმა 1921,6 ათასი ლარი) საგანგებო სიტუაციებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებები დაფინანსდა 1095,2 ათასი ლარით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოები – 681,3 ათასი ლარით.
ეკონომიკური საქმიანობის დაზუსტებული წლიური გეგმა შეადგენს 3328,0 ათას ლარს, საკასო შესრულება – 2875,9 ათას ლარს, მათ შორის:
ტურიზმის განვითარების პროგრამა დაფინანსდა 34,0 ათასი ლარით. პროგრამის მიხედვით შეიქმნა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, სადაც დასაქმდა 3 ახალგაზრდა სპეციალისტი, მომზადდა და გამოიცა ქუთაისისა და იმერეთის გზამკვლევი რუქები, ბროშურა ,,აღმოაჩინე საქართველო“. ეკონომიკურმა სამსახურმა მონაწილეობა მიიღო თელ-ავივის, ვარშავის, ბერლინის, ლონდონის, თბილისის, ბათუმის, ხარკოვის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში, სადაც გაიტანა ქუთაისისა და მთლიანად იმერეთის ტურისტული რესურსების ამსახველი მასალები, გიდ-თარჯიმანთა გადამზადებისათვის ჩატარდა სწავლება 35 ბენეფიციარისათვის.
უცხოური ინვესტიციების, ბიზნესის ხელშეწყობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პროგრამის (დაზუსტებული გეგმა 50,0 ათასი ლარი, საკასო შესრულება-35,3 ათასი ლარი) ფარგლებში შეძენილ იქნა საგამოფენო ინვენტარი (ფანჩატურები, ქოლგები); ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ გამართულ გამოფენებზე დემონსტრირებულ იქნა ქუთაისური პროდუქციის შესაძლებლობები; დაიბეჭდა ქუთაისის ბიზნეს პოტენციალის ამსახველი ბუკლეტები; ჩატარდა ,,თაფლის ფესტივალი“ და საახალწლო გამოფენა-გაყიდვა; ჩატარდა ტრეინინგ – ფესტივალი ,,მცირე ბიზნესის მართვა და შეფასება“.
გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა – შენახვის წლიური დაზუსტებული გეგმა შეადგენს 2784,9 ათას ლარს. წლის განმავლობაში დახარჯული 2545,7 ათასი ლარით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 21 ქუჩას, კაპიტალურად შეკეთდა 48763 კვ. მეტრის ფართის გზის სავალი ნაწილი და 4765 კვ. მეტრი ფართის ტროტუარი.
მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები ჩაუტარდა 40 ქუჩას. აღდგენილ იქნა 19331 კვ.მ ფართის დაზიანებული ასფალტბეტონის საფარი, ასევე შეკეთდა ქალაქის ქუჩების სავალ ნაწილსა და ტროტუარზე 1352 კვ.მ ფართის გრანიტის ქვის ძელაკები და ფილები.
გარემოს დაცვის ხარჯების დაზუსტებული გეგმა 3643,0 ათასი ლარი შესრულდა 3259,9 ათასი ლარით, ანუ 89,5%–ით. აქედან, დასუფთავების ღონისძიებებისათვის გამოყოფილი 3386,0 ათასი ლარიდან დაიხარჯა 3065,3 ათასი ლარი, წლის მანძილზე შეძენილ იქნა 7 ერთეული ნაგავშემკრები სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის: 1 ერთეული ,,როტოპრესი“, 3 ერთეული 19 კუბატურის ტევადობის, 2 ერთეული 6,1 კუბატურის ტევადობისა და 1 ერთეული ოპერატიული სატრანსპორტო საშუალებები. ამასთან, შეძენილ იქნა გალვანიზებული ფოლადის ფურცლებისაგან დამზადებული 545 მოძრავი ნაგვის კონტეინერი. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს გაიზარდა დაგვა-დასუფთავების ფართი 628,1 ათასი კვ.მ.-ით და 199,3 ათასი კვ.მ. – მორწყვა-ჩარეცხვის ფართი. საკანალიზაციო სისტემების მოწყობა–რეაბილიტაციის ღონისძიებების საკასო შესრულებამ შეადგინა 148,2 ათასი ლარი, აღნიშნული თანხის ფარგლებში საკანალიზაციო ქსელი მოეწყო ქალაქის 5 ქუჩაზე. პროფილაქტიკურ–სადეზინფექციო ღონისძიებებისათვის დაიხარჯა 37,6 ათასი ლარი, გეგმის (38,0 ათასი ლარი) 98,9%.
საბინაო-კომუნალური მეურნეობის სფერო დაფინანსდა 16025,3 ათასი ლარით, გეგმა (23001,9 ათასი ლარი) შესრულდა 69,7%–ით (ხელშეკრულებების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და ტენდერების განმეორებით ჩატარების გამო) მათ შორის:
პროგრამა „კორპუსის“ დაზუსტებული გეგმიდან (2326,3 ათასი ლარი) წლის განმავლობაში დახარჯული თანხის -1425,6 ათასი ლარის ფარგლებში აღდგენილია 156 სამგზავრო ლიფტი, ქალაქის მასშტაბით შეკეთებულია 8 მაღლივი საცხოვრებელი ბინის დაზიანებული ზედა ნაწილები (პარაპეტები). შეკეთდა 10 ბინის ფასადი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს გადაეცათ 19448 კვ.მ 165876 ლარის ღირებულების გადასახური მასალა.
ქალაქის გარეგანათების დაფინანსების გეგმიდან (2801,1 ათასი ლარი) წლის მანძილზე დახარჯული 2436,1 ათასი ლარის ფარგლებში 189 ობიექტზე განხორციელდა გარეგანათების კაპიტალური სამუშაოები. ქალაქის მასშტაბით მოეწყო 1486 ახალი სანათი წერტილი.
ღვარსადენების ექსპლუატაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის გეგმიდან (200,0 ათასი ლარი) წლის განმავლობაში 177,7 ლარი დაიხარჯა, კონკრეტულად, 9 ქუჩაზე აღდგა და მოეწყო ახალი 244მ საერთო სიგრძის ღვარსადენი ქსელი. ასევე, წერეთლისა და ფოთის ქუჩებზე გაიწმინდა და გაიხსნა ღვარსადენის მიმღები კვანძი ე. წ. ,,გალერეა“.
საგზაო ნიშნების დამონტაჟებისა და მაგისტრალების მონიშვნითი სამუშაოებისათვის დახარჯული 135,3 ათასი ლარით დ. აღმაშენებლისა და ზ. გამსახურდიას გამზირების გადაკვეთაზე, ასევე ნიკეა- ლომოურის ქუჩების გადაკვეთაზე მოეწყო 2 ახალი შუქნიშანი. ქალაქის მასშტაბით სულ 320 საგზაო ნიშანი დამონტაჟდა.
მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობის პროგრამიდან დაიხარჯა 76,3 ათასი ლარი, გეგმა (78,9 ათასი ლარი) დაფინანსებულია 96,7%–ით; წლის განმავლობაში მოეწყო 1 მარტივი ტიპის ( ჰოკეის) მოედანი.
ქალაქის სკვერების კეთილმოწყობის პროგრამიდან დაიხარჯა 300,3 ათასი ლარი, აღნიშნული თანხით, შეძენილ იქნა და დამონტაჟდა 150 ცალი ახალი, ხოლო შეკეთდა 70 ცალი ძველი ძელსკამი, ასევე ნიკოლაძის სახელობის სკვერში მოეწყო დეკორატიული ჩანჩქერი და ჩატარდა კეთილმოწყობითი სამუშაოები.
ქალაქ ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირის გამყოფი ზოლის გამწვანებისა და კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში შეძენილ იქნა 300 ერთეული პალმა, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, მოეწყო სანათი წერტილები და ველობილიკები. პროგრამის გეგმა დაზუსტებულ ბიუჯეტში შედგენს 755,0 ათას ლარს, ხოლო საკასო შესრულება- 622,8 ათას ლარს.
ქალაქ ქუთაისში, ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩების გადაკვეთაზე მოეწყო და დამონტაჟდა ყინულის საციგურაო მოედანი. სამუშაოები დაფინანსდა 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული საციგურაო მოედნის მოწყობა-მონტაჟის სამუშაოების პროგრამიდან 693,9 ათასი ლარით, ანუ ბიუჯეტით დაზუსტებული გეგმის (710,0 ათასი ლარი) 97,7%-ით.
დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროს ხარჯები 2011 წლის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 18,3%-ს შეადგენს. დაზუსტებული გეგმა განისაზღვრა 8970,8 ათასი ლარით, საკასო ხარჯი შეადგენს 8795,2 ათას ლარს (98%). მათ შორის:
წლის განმავლობაში სპორტის სფერო დაფინანსდა 3738,3 ათასი ლარით, აქედან, ქალაქ ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის სპორტული ღონისძიებების პროგრამის მიხედვით გამოყოფილი 502,0 ათასი ლარიდან 487,7 ათასი ლარი დაიხარჯა პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებებისათვის.
წლის განმავლობაში ჩატარდა სულ 14 სპორტული ღიონისძიება, რომლებშიც 168-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ასევე საქართველოს, მსოფლიოს, ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ჩატარებულ სხვადასხვა სახის შეჯიბრებებში ქალაქიდან 1835 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ჩემპიონატზე, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ქუთაისელმა სპორტსმენებმა დაიკავეს 57 პირველი, 61 მეორე და 56 მესამე ადგილი. საერთაშორისო და საქართველოს სხვადასხვა რანგის ტურნირებზე ახალგაზრდებმა და კადეტებმა დაიკავეს 36 პირველი, 25 მეორე და 35 მესამე ადგილი. მასობრივი სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით ჩატარდა მსოფლიოს ოლიმპიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ასევე საშობაო ტურნირი მინი ფეხბურთში ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რვა გუნდმა. წლის განმავლობაში გამოვლინდა 15 საუკეთესო სპორტსმენი, 12 საუკეთესო მწვრთნელი და სამი საუკეთესო გუნდი, რომლებზედაც გაიცა ფულადი ჯილდო. სპორტული ღონისძიებების არაფინანსური აქტივების მუხლიდან ქალაქის ნაკრები გუნდებისათვის შეძენილ იქნა სამბოს გუნდისათვის საჭიდაო ლეიბი, სამი ნავი ჯომარდობის ხელშეწყობისათვის და ზოგადად სპორტის განვითარებისათვის სხვა საჭირო ამუნიცია და ინვენტარი.
ააიპ ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის 2011 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა 2651,2 ათასი ლარი, გეგმა შესრულდა 100%-ით. დახარჯული 2650,3 ათასი ლარიდან დინამოს სტადიონს, N17 ფილიალს, N15 ფილიალს, ტირის შენობას და ა. შ. ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები 310,2 ათასი ლარის ფარგლებში. სასწავლო საწვრთნო შეკრებებზე დაიხარჯა 90,8 ათასი ლარი, 76,4 ათასი ლარით შეძენილ იქნა კომპიუტერული ტექნიკა, ქალაქის ნაკრები გუნდებისა და მწვრთნელებისათვის – 36,6 ათასი ლარის სპორტული ფორმები, ფილიალების მატერიალური ბაზის შესავსებად – 24,0 ათასი ლარის სპორტული ინვენტარი, სპორტსმენთა სხვადასხვა შეჯიბრებებზე მივლინებისა და მათი ტრანსპორტირებისათვის 265,5 ლარი დაიხარჯა.
კულტურის სფეროს განვითარების მიზნით, ქალაქ ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული კულტურის ღონისძიებების პროგრამიდან დაიხარჯა 345,7 ათასი ლარი დაზუსტებული გეგმა შეადგენს 428,0 ათას ლარს. წლის მანძილზე პროგრამის შესაბამისად, თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო შემოქმედთა ნამუშევრების 5 გამოფენა, თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციისა და განვითარებისათვის დაფინანსდა 4 საგასტროლო სპექტაკლი, მუსიკალური ხელოვნების, ფოლკლორისა და ეთნო მუსიკის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა შვიდი კლასიკური მუსიკალური კონცერტი. კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახლაგაზრდულ საქმეთა სამსახურმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქალაქში ლიტერატურის სფეროს განვითარებას, პოპულარიზაციასა და ინოვაციების მხარდაჭერას, დაფინანსდა ოცამდე ლიტერატურული ღონისძიება, გამოიცა ლიტერატურული ნაშრომები, წიგნები ჟურნალები და ალმანახები.
გაუთვალისწინებელი კულტურული ღონისძიებისათვის 46590 ლარით დაფინანსდა რამდენიმე კულტურული პროექტი, მათ შორის გამოფენები, საქველმოქმედო კონცერტები და ფოტო კონკურსი.
ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კონკურსებში, სადაც წარგზავნილმა მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. წლის განმავლობაში ხდებოდა წარმატებული პედაგოგებისა და ბავშვების წახალისება, დაფინანსდა საერთაშორისო კონკურსებში მონაწილე ბავშვები.
გაერთიანებაში შემავალ 4 მუზეუმსა და გალერეაში წლის განმავლობაში ჩატარდა 140-მდე ლექცია-საუბრები, 30 ღონისძიება, 19 გამოფენა, დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეისათვის შძენილ იქნა 3 ნამუშევარი, ხოლო მუზეუმებისათვის 59 ექსპონატი. დამთვალიერებელთა საერთო რაოდენობა იყო დაახლოებით 5000-მდე, მათ შორის იყვნენ როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური და ტურისტული დამთვალიერებლები.
წლის განმავლობაში გამოცხადებული ტენდერების შესაბამისად გარემონტდა ააიპ-ის ოფისი, შეიცვალა ფანჯრები 2 სამუსიკო სკოლაში, სრულად გადაიხურა 4 სამუსიკო სკოლის სახურავი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით შეძენილ იქნა კომპიუტერული ტექნიკა. ააიპ-ის წლიური დაზუსტებული გეგმა შეადგენს 1670,3 ათას ლარს, საკასო ხარჯი-1631,1 ათასი ლარი, დაფინანსდა გეგმის 97,7%.
განათლების ღონისძიებებისათვის 2011 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი 131,5 ათასი ლარიდან დაიხარჯა 110,0 ათასი ლარი. 2011 წლის ბიუჯეტის განათლების ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ყველა დაგეგმილი ღონისძიება, გასული წლის ზაფხულში სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელთათვის და საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის მოეწყო საზაფხულო გამაჯანსაღებელი ბანაკი კურორტ ბაკურიანსა და კურორტ ქობულეთში. გასული წლის მაისში დაიწყო საჯარო სკოლების მოსწავლეთა თეატრალური ფესტივალი, რომელიც გაგრძელდება მომდევნო წელსაც. წლის განმავლობაში ჯილდო გადაეცათ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნით ტურსა და საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებას და მათ პედაგოგებს.
ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ დახარჯული 4482,5 ათასი ლარით ააიპ-ის ფილიალებს ჩაუტარდათ სარემონტო სამუშაოები, მოწესრიგდა სველი წერტილები, შეძენილ იქნა ახალი ინვენტარი. აღსაზრდელთა კვება გახდა ორჯერადი და ამაღლდა კვების ხარისხი.
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის, ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაციის, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მხარდაჭერისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით 2011 წლის ბიუჯეტის ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში 238,7 ათასი ლარით (დაზუსტებული გეგმა -240,0 ათასი ლარი) დაფინანსდა (99,5%) სხვადასხვა სახის ღონისძიებები, კერძოდ: წლის განმავლობაში 4-ჯერ გაიმართა ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?“; მოეწყო 5 მუსიკალური ფესტივალი; ჩატარდა 15 ახალგაზრდული გასართობი კონცერტი; წლის განმავლობაში 2-ჯერ მოეწყო ნამუშევრების გამოფენა; გაიმართა ახალგაზრდული შეკრებები, მოეწყო პოეზიის საღამოები და სპექტაკლები; წლის მანძილზე გაიმართა 2 წიგნის პრეზენტაცია; განხორციელდა 5 ახალგაზრდული ინიციატივების პროექტი და წლის ბოლოს გაიმართა საახალწლო კარნავალი.
სოციალური მომსახურებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები დაფინანსდა 92,9%–ით, წლიური გეგმა შეადგენს 1788,0 ათას ლარს, საკასო შესრულება – 1661,3 ათას ლარს, მათ შორის:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის (დაზუსტებული გეგმა-116,0 ათასი ლარი; საკასო შესრულება-101,1 ათასი ლარი) ფარგლებში გასული წელს ჩატარდა ეპიდზედამხედველობის მონიტორინგი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ითვალისწინებს ინფექციური დაავადებების აღრიცხვის, რეგისტრაციისა და დროულობის შემოწმებას. ჩატარდა მრავალშვილიანი ოჯახების გამოკვლევა ჰელმინთებზე. შესაბამისად განხორციელდა მკურნალობა და უფასო მედიკამენტების გადაცემა, პარაზიტულ და ინფექციურ დაავადებათა პრევენციის მიზნით ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღებში ჩატარდა მონიტორინგი და ბავშვების გამოკვლევა, შესაბამისად ჩაუტარდათ მკურნალობა და გაეწიათ კონსულტაციები. განხორციელდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მოუწესრიგებელი სარდაფებისა და გარე წყალსატევების გეგმა-გრაფიკის შედგენა და შესაბამისად ჩატარდა საბონიფიკაციო სამუშაოები.
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის საკასო ხარჯი შეადგენს 54,8 ათას ლარს. წლის მანძილზე დაგეგმილი 60,5 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდა უფასო მედიკამენტების ვაუჩერის გაცემა 705 ბენეფიციარზე, ვაუჩერების ჯამური ღირებულება შეადგენს 59600 ლარს, ხოლო შესრულებული სამუშაოს მიხედვით ანაზღაურებულია 54776,09 ლარი.
სამედიცინო დახმარების პროგრამის შესაბამისად, წლიური დაზუსტებული გეგმიდან (310,0 ათასი ლარი) დახარჯულია 98,3%, კერძოდ 304,7 ათასი ლარის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებაზე დახმარება გაეწია 648 პაციენტს, ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდა 275 -ს, თერაპიული მკურნალობა – 61-ს, კორონაროგრაფიული და კარდიოქირურგიული მკურნალობა – 38-ს, ონკოლოგიური პროფილით მკურნალობა -89-ს; თვალზე ოპერაცია გაუკეთდა 48-ს.
სამედიცინო დაზღვევის პროგრამის შესაბამისად დაზღვეულია ქალაქ ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებული 976 თანამშრომელი და ასევე ქალაქ ქუთაისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 84 თანამშრომელი. წლის მანძილზე ანაზღაურებულია 88,6 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის (96,9 ათასი ლარი) 91,4%-ს შეადგენს.
ვეტერანთა სარიტუალო დახმარების პროგრამა გათვლილი იყო 80 ვეტერანთა გარდაცვალების შემთხვევაზე. წლის განმავლობაში დახმარება გაეწია 30 გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახებს. დახმარების მთლიანი ღირებულება შეადგენს 9,0 ათას ლარს.
მიცვალებულთა დასაფლავების პროგრამიდან დაიხარჯა 15,7 ათასი ლარი (წლიური გეგმა-30,0 ათასი ლარი), აქედან გარდაცვლილ ლტოლვილთა 43 შემთხვევაზე დაიხარჯა 12,9 ათასი ლარი, ხოლო უპატრონო მიცვალებულთა 14 შემთხვევაზე – 2,8 ათასი ლარი.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში (წლიური გეგმა -150,0 ათასი ლარი, საკასო სესრულება 149,1 ათასი ლარი) 220 მრავალშვილიან ოჯახზე, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი, გაიცა ფულადი დახმარება 132,0 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მე-4 შვილისა და ყოველი შემდეგი შვილის შეძენისას ფულადი დახმარება გაეწია 35 ოჯახს, 17,1 ათასი ლარის ოდენობით.
სოციალური ღონისძიებების პროგრამით გათვალისწინებულ დღესასწაულებთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათით და სხვა სახით ბენეფიციარებზე დახმარების გაწევა, ასევე მოეწყო საზაფხულო დასვენება-რეაბილიტაცია საქართველოს სხვადასხვა კურორტზე (ურეკი, ციხისძირი, ქვიშხეთი)
უფასო მგზავრობის უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობს 989 ბენეფიციარი, პროგრამის წლიური დაზუსტებული გეგმა შეადგენს 97,0 ათას ლარს, საკასო შესრულება-93,2 ათასი ლარი(96,1%).
მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწია 844 ბენეფიციარს, წლის მანძილზე დაიხარჯა 141,4 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის(143,5 ათასი ლარი) 98,5%-ს შეადგენს.
უფასო კვების პროგრამიდან დაიხარჯა 489,8 ათასი ლარი განსაკუთრებით გაჭირვებული და უმწეო 650 პირის ყოველდღიურად (კვირის გარდა), ერთჯერადი სადილით უზრუნველყოფისათვის. პროგრამის ბიუჯეტით განსაზღვრული გეგმა 490,5 ათასი ლარი დაფინანსდა 99,9%-ით.
მიუხედავად, იმისა, რომ სოციალური და ჯანდაცვის ღონისძიებების უმეტეს წილს ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს, ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებში მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება ქალაქის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სოციალური მომსახურებისა და ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება 2011 წლის ბიუჯეტში გასულ 2009-2010 წლებთან შედარებით გაზრდილია. 2009 წელს სოციალური და ჯანდაცვის სფეროს ხარჯმა შეადგინა 1442,1 ათასი ლარი, 2010 წელს-1615,0 ათასი ლარი, ხოლო 2011 წელს – 1661,3 ათასი ლარი.

ქალაქ ქუთაისის მერი გ. თევდორაძე

Follow

Get every new post delivered to your Inbox.